სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა

ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა – გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, სროლის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაიჭრა.

დაჭრილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

სოფელ ჩუმლაყში მობილიზებულია პოლიცია და კრიმინალისტიკური სამსახური. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.