სუს-ი საოკუპაციო ძალების მიერ, 3 ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ მუჟავაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ სამი ადამიანის უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, მათ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.