ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს გებრეისუსის განცხადებით, მსოფლიო კორონავირუსის გავრცელების ახალ და სახიფათო ფაზაშია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 18 ივნისს მსოფლიოში 150 000-ზე მეტი კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას და ხალხს, გამოიჩინონ უკიდურესი სიფხიზლე. განაგრძეთ დისტანციის დაცვა, დარჩით სახლში თუკი თავს შეუძლოდ გრძნობთ და გააგრძელეთ ნიღბების ტარება საჭიროების შემთხვევაში, დაიბანეთ ხელები“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.