ქალი,რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,დიდუბის ბაზარში მუშაობდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ,რომ ყარაჯალაში კორონავირუსით ინფიცირებულ 63 წლის ქალს სოფელში ბევრი კონტაქტი არ ჰქონია და სამი პირი მოძიებულია.

მათივე ცნობით, ქალი რაიონში ორი დღის წინ შვილთან, შვილიშვილთან და სიძესთან ერთად რელიგიურ რიტუალზე დასასწრებად ჩავიდა. კოვიდინფიცირებული პაციენტი თბილისის მცხოვრებია და დიდუბის ბაზარში მუშაობდა.

„ ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს, კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადეს ცენტრში