“ღია ეთერის ” სპეციალური გამოშვება Tv4-ზე -კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა ქვემო ქართლის რეგიონიდან, მხარეში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- საქართველოში კოვიდ19-ის დადასტურებული 2 ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
ეკონომიკის გახსნის მეექვსე ეტაპის ფარგლებში 8 ივნისს დახურული კვების ობიექტები გაიხსნება – სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
რუსთავში, ასლანიკაშვილის ხეივანში მოწყობილი საბავშო ატრაქციონები დაზიანებულია. ტერიტორიაზე ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელები არასამთავრობო ორგანიზაცია ორბელიანმა კეთილმოაწყო,თუმცა ინფრასტრუქტურა დაზიანდა. სამოქალქო სექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს, გაუფრთხილდნენ გარემოს და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.
გადაცემის მეორე ბლოკში – რა კითხვები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს – “ღია ეთერის” კითხვებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი ნათია თვალიაშვილი პასუხობს.
ინფორმაციული ვაკუუმი, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები – თეთრიწყაროში არსებულ ვითარებაზე “ღია ეთერთან” პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი შოთა მათითაიშვილი პასუხობს.
.📢📢#გადაცემა "ღია ეთერი" – ნანუკა მაღლაკელიძესთან ერთად🔉პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები🔊საქართველოში კოვიდ19-ის დადასტურებული 2 ახალი შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტს უკავშირდება🔉რა კითხვები აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს -“ღია ეთერის” კითხვებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი ნათია თვალიაშვილი პასუხობს🔉ინფორმაციული ვაკუუმი, განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები “ღია ეთერთან” პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თეთრიწყაროში შოთა მათითაიშვილი პასუხობს
Geplaatst door TV4.ge op Dinsdag 2 juni 2020