„ღია ეთერი TV4-ზე“ – ეპიდემიოლოგიური ვითარება ქვემო ქართლის რეგიონში:
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ გეტაში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი სავარაუდოდ, ხვალ მოიხსნება;
ეპიდემიოლოგებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩ-მუღანლოში 80-მდე საკვლევი ნიმუში აიღეს;
რუსთავის ცხელების ცენტრში საკუთარი ტესტის პასუხს “კოვიდ19”-ზე 4 პაციენტი ელოდება;
“COVID19”-თან ბრძოლის ფარგლებში, “საპარტნიორო ფონდმა“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა;
თვითდასაქმებულები პანდემიის პირისპირ – რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ თვითდასაქმებულები კორონავირუსის პანდემიის გამო?!
გადაცემის მეორე ბლოკში: ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი საუბრობს;
სპორტი პანდემიის პირისპირ – რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საფეხბურთო კლუბი “რუსთავი“, შეიცვალა თუ არა ჩემპიონატის ფორმატი და როდის შეიძლება ფეხბურთელები მოედანზე სრული შემადგენლობით დაბრუნდნენ?! – “ღია ეთერის კითხვებს” საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ სპორტული დირექტორი, ბადრი მაჭავარიანი პასუხობს