„ღია ეთერის“ სპეციალური გამოშვება TV4-ზე 22-06-2020 (+ვიდეო)

„ღია ეთერი TV4-ზე“ – რუსთავში სასტუმრო გრადნ ვეჯინის საკარანტინო სივრცეში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა;

რუსთავის ცხელების ცენტრში მოთავსებული 5 პაციენტის ტესტის პასუხი “კოვიდ19”-ზე უარყოფითია; 

ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებული კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან ორი ქვემო ქართლის რეგიონს უკავშირდება;

გადაცემის მეორე ბლოკში:​ პანდემია და ეკონომიკა – რა გამოწვევების წინაშე დგას ტურიზმის სფერო?! რა პრობლემების შესახებ საუბრობენ ტურისტული სფეროს წარმომადგენლები და ტურისტული ზონებიდან ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს რომელ რეგიონებს შეიძლება მიადგება?! გალტ ენ ტაგარტიმ საკითხთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, რომელის შედეგებსა და მიგნებებზეც სააგენტოს ​ უფროსი ანალიტიკოსი კახა სამყურაშვილი გვესაუბრება;

კორონავირუსი და მშრომელთა უფლებები –  რამდენად მაღალია იმ ადამიანების მაჩვენებელი,რომელთა უფლებები კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოსა და ქვემო ქართლის რეგიონში დაირღვა. ძირითადად რა ნაწილში დაირღვა მოქალაქეების შრომითი უფლებები და შემცირდა თუ არა მიმართვიანობა საკონსულტაციო ორგანიზაციებში ?! – “ღია ეთერის” კითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ნათია კოკიაშვილი პასუხობს;