“ღია ეთერი” ნანუკა მაღლაკელიძესთან ერთად
პანდემია ქვემო ქართლის რეგიონში – COVID19-ის გარშემო განვითარებული სიახლეები
კერძო კომპანიის ეკონომიკურ ინტერესებს შეწირული და განადგურებული ტყე-ჭალა ე.წ. გაჩიანის დასახლებაში – ვინ და რა მიზნით ანადგურებს უნიკალურ ბუნებრივ საფარს?!-
გადაცემის მეორე ბლოკში – ხარვეზი საკანონმდებლო სისტემაში და სუსტი მონიტორინგის მექანიზმები – როგორია ტყის საფარის გადარჩენის სისტემური მიდგომა და რა პრობლემებზე საუბრობენ გარემოსდაცვით ორგანიზაციებში – თემაზე “ღია ეთერთან” კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორი რევაზ გეთიაშვილი საუბრობს.
რა საფრთხე ემუქრება ათობით ჰექტარ ტყეს, რომელიც რუსთავიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს და ამავდროულად ადგილობრივებისთვის რეკრეაციული ზონას წარმოადგენს – “ღია ეთერთან” სამოქალაქო აქტივისტი დათა ცინცაძე საუბრობს.