ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს COVID19 დაუდგინდა

ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდგინდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ზურაბ აბაშიძე ყაზახეთში მკურნალობის კურსს გადის.

„გიდასტურებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს ელჩს, ზურაბ აბაშიძეს აღენიშნება კორონავირუსი. იგი გადის მკურნალობის კურსს ყაზახეთში შესაბამისი სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებთანაც თავის მხრივ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან ქართველი მედიკოსებიც“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.