მიკროავტობუსებში ე.წ. გადმოსაშლელი სკამების შესახებ TV4-ის კითხვას ამირან გამყრელიძემ უპასუხა

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მიკროავტობუსებში დაუშვებელია ე.წ. გადმოსაშლელი სკამების გამოყენება – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ფეისბუქლაივის” მიმდინარეობისას TV4-ის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

  “ფეისბუქლაივის” მიმდინარეობის დროს ამირან გამყრელიძემ რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ ყვითელ მიკროავტობუსებში ე.წ. გადმოსაშლელი სკამებით სარგებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა და მიკროავტობუსის მძღოლებს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.

გამყრელიძემ  მოქალაქეებსაც მიმართა და განცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები რეკომენდაციებს არ დაიცავენ, ავტომობილის ნომერი ფოტოზე აღბეჭდონ და შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ.

„ჩვენი რეკომენდაციაა, დაუშვებელია ამ გადმოსაშლელი სკამების გამოყენება, პრინციპი არის, რომ არ უნდა იყოს გადაჭედილი და ეს გადმოსაშლელი სკამები რა თქმა უნდა, ხელს უწყობს გადაჭედვას და მეტი რისკია, თუ ინფიცირებული მოხვდა იმ მიკროავსტობუსში. ამიტომ პირველ რიგში ვთხოვთ მიკროავტობუსების მძღოლებს, რომ დაიცვან ეს რეკომენდაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ასეთი ხდება, მაშინ გადაღებული იქნეს მიკროავტობუსის ნომერი და გაგზავნილი შესაბამისი აღსრულებისთვის“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.