დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შეზლონგები ყოველი გამოყენების შემდეგ, სველი წესით უნდა იწმინდებოდეს.მისივე ცნობით, სასურველია, ასევე გაუკეთდეს მას ყოველი გამოყენების შემდეგ დეზინფექციაც.
“თუ კოვიდიანმა პაციენტმა დააცემინა, დაახველა შეზლონგზე, წვეთი პლასტმასის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს რჩება, ამიტომ რეკომენდირებულია ისინი უნდა გაიწმინდოს და დეზინფექცია გაუკეთდეს, ყოველი გამოყენების წინ. რაც შეეხება ქვიშიან სანაპიროებს, თუ ინფიცირებული მოქალაქე გადაადგილდება ქვიშაზე, ის არაა საფრთხის შემცვლელი. არც იმ შემთხვევაში, თუ იმავე ადგილზე, სადაც კოვიდიანი მოქალაქე იწვა, 5, 10 და 60 წუთში არავინ დაწვება. არ არის პრობლემა, მზის სხივი სერიოზულად მოქმედებს კოვიდზე,”- აღნიშნა გამყრელიძემ.