შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი უკიდია

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარია. ამ დროისთვის ადგილზე 13 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

როგორც  არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რამდენიმე მაღაზიას ცეცხლი უკიდია. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. მეხანძრე – მაშველები ადგილზე ცეცხლის ოკალიზებას ცდილობენ.