39 დღიანი მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა და დღეიდან, ადგილობრივი მცხოვრებლები ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდებიან.
ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შოთა რეხვიაშვილმა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მოხალისეებსა და პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულ ყველა პირს, გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა მაქსიმალურად უზრუნველყონ შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება.
“საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თეთრიწყაროში მოიხსნა შეზღუდვები და ადგილობრივი მოსახლეობა გადადგილდება საქართველოს მასშტაბით თავისუფლად. ეს იყო ბოლო მუნიციპალიტეტი ,სადაც მოქმედებდა საკარანტინო შეზღუდვები, ვულოცავ მოსახლეობას, ამის საფუძველი იყო დინამიკა, რომელიც იყო სტაბილური, 55 ინფიცირებული გვყავდა და ხუთი რჩება კლინიკაში,სულ 900 -მდე საკვლევი მასალა იყო გადაგზავნილი. ყველაფერმა ამან მოგვცა შესაძლებლობა, რომ დღეს გახსნილიყო თეთრიწყარო.
მთლიანად მხარეში, ორი სოფელი, მუშევანი და გეტა რჩება შეზღუდვებში, სადაც მიდის კვლევები და დაკვირვება, როგორც კი იქნება საფუძველი,რომ შეზღუდვები მოიხსნას ამ სოფლებში, იქაც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთხელ ,მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს ,გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის,რომ შევინარჩუნოთ ეს სტაბილურობა. “-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა
აღსანიშნავია, რომ ქალაქ თეთრიწყაროში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო 26 აპრილს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა.
თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი გაიხსნა📢🔊39 დღიანი მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი გაიხსნა📢🔊ბლოკ-საგუშაგოების დემონტაჟის პროცესს ხელისუფლების და ძალოვანი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ
Geplaatst door TV4.ge op Donderdag 4 juni 2020