შსს-ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელიც გაზგასამართ სადგურზე დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, პირველადი ინფორმაციით, დენმა დაარტყა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

update: მამაკაცი, რომელსაც ნუცუბიძეზე აფეთქებულ გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანა, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტი აფეთქების ადგილას დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც დენმა დაარტყა- მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო და ის კავკასიის მედიცინის ცენტრში მკურნალობს. 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა“, – აცხადებენ შსს-ში.