ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემას უკავშირდება, 11 კი იმპორტირებულია.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო პეკინის ათ რაიონში კარანტინი გამოცხადდა.