ძლიერმა სეტყვამ ქედაში სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ქედაში ხუთი სოფელი: ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთაში დააზარალა. სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა.

არსებული ინფორმაციით, დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

ზარალის ოდენობა ჯერ უცნობია.