წალკისა და დმანისის მაჟორიტარი-საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ

მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს.

ოქრიაშვილის განცხადებით,  დღევანდელი პროცესის პოლიტიკური შეფასება მომავალში, პირველივე რიგგარეშე არჩევნების შემდეგ იქნება.

„ჩემი პოზიცია მყარია. მე ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ ვუჭერ. ვფიქრობ, რომ მომავალში მიეცემა პოლიტიკური შეფასებები დღევანდელ დღეს და ამ პროცესის პოლიტიკური შეფასება იქნება პირველივე რიგგარეშე არჩევნების შემდეგ.

ჩვენ, საზოგადოება, ჟურნალისტები დაიწყებენ საუბარს იმაზე, ხომ არ დავბრუნდეთ შერეულ სისტემაზე. შარშან სრულიად პროპორციულიდან შერეულ სისტემას დაუბრუნდა იტალია და მოლდოვა. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ასეთი ხედვები მაქვს. არაფერი სხვა არ მოხდება,ზუსტად ეს მოხდება. ვფიქრობ, დიდი ალბათობით ეს შეიძლება მოხდეს 2021-22 წლებში. გააჩნია, 2020 წლის არჩევნები რა შედეგებით დასრულდება. 2024 წლიდან როდესაც სრულად პროპორციული სისტემა გვექნება, ჩვენ ყოველ წელს, 2 წელიწადში ერთხელ გვექნება რიგგარეშე არჩევნები გარანტირებულად“,- აღნიშნა ოქრიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გრძელდება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.