ხვალიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა მიღება განახლდება

ხვალიდან, 15 ივნისიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორების მიღებას აღადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტერიტორიებზე შესვლა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დაცვითაა ნებადართული.

მათივე ინფორმაციით, ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, უკონტაქტო თერმოსქრინინგი ჩაუტარდება. ამასთან, დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

„დაცული ტერიტორიები საქართველოს ბუნებრივი მემკვიდრეობაა, ულამაზესი ბუნებით, ხელუხლებელი ტყეებით, კანიონებითმღვიმეებით, დინოზავრის ნაკვალევითა და მრავალფეროვანი სერვისებით, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

2019 წელს, საქართველოს ეროვნულ პარკებს 1 200 000 ვიზიტორი ესტუმრა. მათ შორის, ყველაზე დიდი პოპულარობით გამოირჩეოდა: ყაზბეგის ეროვნული პარკი; მარტვილის კანიონი; პრომეთეს მღვიმე; ოკაცეს კანიონი; თბილისის ეროვნული პარკი“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.