11 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 11 ივნისს 09:00-დან 15:00 საათამდე და 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში ფალიაშვილის, თბილისის, პეტრე მელიქიშვილის, გონაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:30-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ხიდისყური, ბალახაური, სისკალა, ქოლაგირი, ხატისოფელი, ქვ. ბოლნისი, მამხუტი, დაბა თამარისში, დაბა კაზრეთში.

11:00-დან 17:00 საათამდე – მომხმარებლებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, მარტყოფი, კინოსტუდია, ნორიო, რადიოსტუდია, ბროწეულა, ნასაგური, დიდი ლილო.

11:00-დან 19:00 საათამდე – მომხმარებლებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო კარაბულახი, ქვემო კარაბულახი, გედაგდაღი, პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი, მამიშლარი, ახალი გოდაგდაგი, ძველი გოდაგდაგი, ახა.

11:00-დან 15:00 საათამდე – მომხმარებლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქვემო სარალი, შულავერი, აჭარის დასახლება, აგარაკი, ალექსეევკა, ქემო სარალი, მარეთი, შაუმიანი, ქესალო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.