112-ზე დარეკვა მოქალაქეებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ

112-ზე დარეკვა მოქალაქეებს შეფერხების გარეშე შეუძლიათ. როგორც  112-ში აცხადებენ, ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 გაცნობებთ, რომ ტექნიკური პრობლემა აღმოფხვრილია! 112-ზე დარეკვა შეუფერხებლად არის შესაძლებელი!“- აცხადებენ 112-ში.

ცნობისთვის, გუშინ 112-ზე ტექნიკური ხარვეზის გამო, ზარები შეფერხებით შედიოდა.