112-ში ზარები შეფერხებით ფიქსირდება

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, „112“-ში ზარები შეფერხებით შედის.

“112” მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვისაკენ მოუწოდებს.

“მოგახსენებთ, რომ მცირე ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში შეფერხებით შემოდის ზარები.

თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:

032 2 411011- სახანძრო სამაშველო

032 2 418505- საპატრულო (თბილისი)
032 2 418502- საპატრულო (რეგიონი)

599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)
595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723 – სასწრაფო (რეგიონი),” – ნათქვამია “112”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„112“-ში განმარტავენ, რომ სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.