12 ივნისს წყალმომარაგება რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს და ქალაქ გარდაბანს შეეზღუდება

12 ივნისს, პარასკევს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში აუცილებელ  ტექნიკურ სამუშაობს განახორციელებს.

კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ძირითად ობიექტებზე – ხრამის სათავე ნაგებობასა და სატუმბო სადგურზე, სტაბილური წყალმომარაგებისთვის  აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით იმუშავებენ.

აღნიშნული  სამუშაოების მიმდინარების პერიოდში, ქალაქ რუსთავის სასმელი წყლის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი.  

კომპანიის ტექნიკურ ბრიგადები რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში შეასრულებენ.   აღნიშნულ პერიოდში, 12 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.

სამუშაობის მიმდინარეობისას,  კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და Facebook-ის საშუალებით.

 

კომპანია "რუსთავის წყალი" ინფორმაციას ავრცელებს

💧12 ივნისს, პარასკევს, კომპანია რუსთავის წყალი, ქალაქ რუსთავში აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს💧სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, ქალაქ რუსთავის სასმელი წყლის რეზერვუარის წყლისგან დაცლაა აუცილებელი ⚙️ კომპანიის ტექნიკურ ბრიგადები რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 24 საათის განმავლობაში შეასრულებენ💧 აღნიშნულ პერიოდში, 12 ივნისს, დილის 10:00 საათიდან, 13 ივნისის დილის 10:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს

Geplaatst door TV4.ge op Woensdag 10 juni 2020