გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივნისს 08:00-დან 08:15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მესხიშვილის, ლომოურის, ფალიაშვილის, მელიქიშვილის, მშენებელთა და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, 11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში შინდლარი და შახმარლო, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში.
კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.