გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივნისს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში კიროვაკანის, შარტავას, მე-7, მე-8, მე-17, 21-ე და მიმდებარე მიკრორაიონებში, 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.