გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათვე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, ლეონიძის, ქუთაისის, სანაპიროს და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, ბაზაქლო, ქვემო ოროზმანი, ლოქჭანდარი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:00 საათამდე ბოლნისში და ბოლნისის რაიონის სოფელბში რატევანი, აკაკურთა, ზვარეთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში დიდი თნეთი, წყლულეთი, პანტიანი, ახალსოფელი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.