2 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ივნისს 10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კარაბულახი, გედაგდაღი, მამიშლარი, უსეინქენდი, ახა და მიმდებარე სოფლებში, 14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კარათაკლია, ყარაჯალარი, გაჩიანი და მიმდებრე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.