23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, საფარლო, გუგუთი, ტყისპირი, ამამლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, წინწყარო, ღოუბანი, ამლივი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ველი, ყარაჯალარი, აღთაკლია, ფონიჭალა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით,სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.