24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ხაიში, თონეთი, ალგეთი, ზირბითი, ასურეთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე მარნეულის რაიონის სოფლებში მარაბდა, კიზილ აჯლო და მიმდებარე სოფლებში, 11:35-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ქესალო, ნაზარლო, აზიზბეკოვი, ბირლიკი, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე რუსთავში მშენებელთა და მარის არხის ქუჩებზე, 12:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, განახლება და მიმდებარე სოფელბში, 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მერნეულის რაიონის სოფლებში კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო, ბეითარაბჩი, ქუშჩი, სეიდგოჯალო, ბაითალო და მიმდებარე სოფლებში, 12:15-დან 17:00 გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, ფონიჭალა, გამარჯვება, კრწანისი, სამგორი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.