გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 26 ივნისს 17:00-დან 17:10 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს ქ. რუსთავში მეგობრობის, მესხიშვილის, კლდიაშვილის, თოდრიას ქუჩებზე, ახალგაზრდული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე 17:00-დან 17:30 საათამდე – ლომოურის, ფალიაშვილის, მეგობრობის, მშენებელთა, თოდრიას, მესხიშვილის ქუჩებზე, მე-6, მე-11 მე-7, მე-7ა მიკრორაიონებში.
17:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს დიდი ლილოში, ლილოში, ლილოს სამხედრო ქალაქში.
12:00-დან 13:00 საათამდე – მომხმარებლებს სოფლებში კუმისი, თელეთი, ზემო კუმისი, წყალმშენის და გეოლოგების აგარაკების დასახლებებში.
11:00-დან 13:00 საათამდე – მომხმარებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, სავანეთი, ხიდისყური, ბალახაური, ქოლაგირი, ხატისოფელი, ქვ. ბოლნისი, მამხუტი, ბოლნისი, დაბა თამარისში, დაბა კაზრეთში.
11:00-დან 17:00 საათამდე – მომხმარებლებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში აშკალა, ავრანლო, კიზილ-კილისა, არწივანი, საყდრიონი, ნარდევანი, კუში, ოზნი, რეხა, აიაზმა, გუმბათი, ბურნაშეთი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.