27 ივნისის წყლის მიწოდების შეზღუდვა

UPDATE: ქ. რუსთავი
გიორგაძის ქ N34-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს 27 ივნისს 19:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გიორგაძის, ჩეხოვის, ჩაპაევის, გრანელის, ბარნოვის, ქუჩებს და რჩეულიშვილის 8ა-ს.

კომპანია “რუსთავის წყლის” განცხადებით, რუსთავში, ტურგენევის ჩიხი N16-ში,  მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს, 27/06 18:30 სთ-დან 21:30 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება ტურგენევის ჩიხს.