30 ივნისის წყალმომარაგების შეზღუდვა

UPDATE: კომპანია “რუსთავის წყლის” ინფორმაციით, რუსთავი ხრამის სათავე ნაგებობაზე, ელ. ენერგიის გათიშვის გამო, 19:15-დან 01.07-ის 01:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: რუსთავის მარჯვენა სანაპიროს და ჭყონდიდელის დასახლებას.

თბილისის ქუჩა N37-ში, მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 17:00 სთ-დან 19 სთ-მდე წყლის მიწოდება შეუწყდება:თბილისის ქ. N 37 -ს.