4 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში შარტავას, მესხიშვილის, თოდრიას, ბალანჩივაძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მუშევანი, ჯავშანიანი, ქვეში, კიანეთი, საბერეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელბში საბირქენდი, ალგეთი, წერეთელი, აზიზქენდი, აგრეთვე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში მზიანეთ, ხაიში, მარაბდა და მიმდებარე სოფლებში, 17:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გამარჯვება, ველი, ყარაჯალარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.