52 წლის კაცი რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილეს

თბილისში 52 წლის კაცი რკინიგზის ლიანდაგზე ჩაცხრილეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა ნათესავებს შორის მოხდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა მათ შორის დაპირისპირების მიზეზი. მომხდარში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე დააკავა.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად დანაშაულის ჩადენის იარაღი – მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღო. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს.