გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 ივნისს 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში ქუთაისის, მესხიშვილის, მეგობრობის, ლეონიძის, მარის არხის და მიმდებარე ქუჩებზე, 10:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ჯანდარა, მზიანეთი, ლემშვენიერა და მიმდებარედ; 8 ივნისს 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუტი, ტალავერი და მუხრანა, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, დამია, ქვემო სარალი, ტაკალო, იმირი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.