7 წლის რუსთაველი ნატალის მხარდასაჭერად,რომელსაც მძიმე დიაგნოზი დაუდგინა, მორიგი საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
აქცია N28 საჯარო სკოლის ინიციატივით გაიმართა,რომლის მოსწავლეც ნატალი ბლიაძეა.
სოციალურ აქციას რუსთავის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. მოეწყო სხვადასხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში მიღებული შემოწირულობა ნატალის ოჯახის წევრების ანგარიშზე გადაირიცხება.
შეგახსენებთ, 7 წლის რუსთაველ ნატალი ბლიაძეს ოსტეოგენური სარკომა დაუდგინდა. მოზარდი სამკურნალოდ ისრაელშია გადაყვანილი ,მკურნალობა სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
კიდევ ერთხელ ვავრცელებთ, ოჯახის წევრების ანგარიშის ნომერებს, სადაც სურვილის შემთხვევაში ქველმოქმედების გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
საბანკო რეკვიზიტები:№ GE58LB0711173776535001 თინათინ ალადაშვილი (დედა) № GE95TB7767645064300011 თამარ ალადაშვილი(დეიდა).
ასევე დარეკეთ ნებისმიერი ოპერატორიდან 0 901 700 177