9 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ tv4-ს კომპანიიდან აცნობეს. 

მათივე ცნობით,ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ქოლაგირი, თამარისი, ცურტავი, სავანეთი, ნახიდური და მიმდებარე სოფლებში,  12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზკენდი, თაზაქენდი, ალგეთი, თაზაკენდი, გაჯისაქენდ, ლეჟბადინი, გაჯისაკენდი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 19:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში სამშვილდე, ირაგა, ჭივჭავი, სამღერეთი, აბელიანი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, ქარიანი და მიმდებარე სოფლებში.

 სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.