2020 წელის აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის მონაწილეებსა და მაგისტრობის კანდიდატებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას დღეიდან, 27 ივნისიდან შეუძლიათ.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, ბარათთან ერთად აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვები ნივთების თაობაზეც.
” 27 ივნისიდან 12 საათის შემდეგ აბიტურიენტებს, საგრანტო კონკურსის და მაგისტრობის მსურველებს შეეძლებათ თავიანთი საგამოცდო ბარათი, მათი პირადი გვერდიდან ამობეჭდონ. შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც პირადობასთან ერთად უნდა იქონიოთ საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. მნიშვნელოვანია, რომ კარგად დააკვირდნენ აბიტურიენტები, თუ რომელ დღეს აქვთ გამოცდა, რომელი სესია აქვთ და რა დროს უნდა გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში. აქვე არის მითითებული ის ნივთები, რომლებიც შეუძლიათ შეიტანონ საგამოცდო ცენტრში. წყლის და კალამის შეტანა ადრეც შეიძლებოდა, ამას დაემატა პირბადე”, – აღნიშნა სოფიო გორგოძემ.