ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა – შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბორდიურს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომობილში მსხდომი კიდევ 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.