ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა – შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ელექტროგანათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი მცირეწლოვანს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.