ლუგარის ლაბორატორიაში რუსთავის ცხელების ცენტრის სამი პაციენტის ანალიზის ნიმუში გადაიგზავნება

რუსთავის კოვიდისმიმღებ ცენტრში გამოკვლეულ ორ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. მედიკოსების ცნობით, ერთ-ერთი პაციენტი ბინაზე უკვე გაეწერა, მეორე კი მკურნალობას შესაბამის განყოფილებაში აგრძელებს.

როგორც ცხელების ცენტრში tv4-ს განუცხადეს, ამ დროისთვის კოვიდისმიმღებ ცენტრში 3 პაციენტი იმყოფება, რომელთა საკვლევი მასალები ლუგარში დღეს გადაიგზავნება და პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.