ამირან გამყრელიძე-გვეგონა, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა

ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კითხვას იმის შესახებ, დაიწყო თუ არა საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა. 

„ეს ყველაფერი არის მსჯელობის საგანი. დღეს მთავარია, რომ აქამდე ჩვენ შევაჩერეთ ქვეყანაში ფართომასშტაბიანი გავრცელება ვირუსის. ახლა ვართ მართვის სტადიაში, უნდა დავიჭიროთ ბალანსი. იქნება მეორე ტალღა, მესამე, მეოთხე – ამაზე სერიოზული მეცნიერები მსჯელობენ. ის, რაც გვეგონა, რომ თაკარა მზე მოკლავდა ვირუსს, მთლად ასე არ ყოფილა. ანუ არ ხდება ისე, რომ ვირუსი ქრება ზაფხულში. მთავარია, რომ ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.