ბოლნისში 33 გამოკვლეული პირიდან კორონავირუსი არცერთს დაუდასტურდა

 ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი  33 პირის საკვლევი მასალიდან კორონავირუსზე ყველას პასუხი უარყოფითია.”კოვიდ 19″ არ დაუდასტურდათ ცხელების ცენტრის პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს.

საკვლევი ნიმუშები  ბოლნისის ჯანდაცვის ცენტრიდან ლუგარში გუშინ გადააგზავნეს და პასუხები დღეს გახდა ცნობილი. გამოკვლეული პირებიდან 31 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი იყო. 

ბოლნისში ჯამში კორონავირუსის 190 დადასტურებული შემთხვევაა , საიდანაც 172 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.