ბოლნისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლნისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 192-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში , მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

როგორც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, კორონავირუსი დაუდგინდა პირს,რომელიც საკრანტინო სივრცეში იმყოფებოდა. “კოვიდ 19″-ის ახალი შემთხვევა სოფელ მუშევანს უკავშირდება. 

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 192 შემთხვევაა დადასტურებული,175 გამოჯანმრთელდა  ,ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.