სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა “გავიგუდეთ” სამომავლო გეგმების პრეზენტაცია გამართა. ჯგუფის დამფუძნებლებმა და წევრებმა, გარემოს დაცვის მიზნით, ჩატარებული ღონისძიებები და აქტივობები შეაჯამეს და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.
როგორც ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, მოძრაობის მიზანია, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარება და ამ კუთხით განსახორციელებელი აქტივობების მასშტაბების გაზრდა.
როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, საწარმოებში დასაქმებული ადამიანები განსაკუთრებით ცუდ პირობებში არიან. მოძრაობის ცნობით, მათ ქარხნებში დასაქმებულ პირებთან კომუნიკაცია აქვთ,თუმცა ჯგუფი მათი სანდოობის მოპოვების მიზნით ,მუშაობას გააგრძელებს.
რაც შეეხება რუსთავში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებულ ვითარებას, მოძრაობის “გავიგუდეთ” ინფორმაციით, რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 77% მიაღწია, რაც ნიშნავს,რომ 365 დღის განმავლობაში, ქალაქში ჰაერის დაბინძურება მაღალ ნიშნულზე იყო.
“რუსთავში ჰაერის დაბინძურებამ 77 %-ს მიაღწია, რაც ნიშნავს,რომ 365 დღის განმავლობაში იყო ძალიან ცუდი ჰაერი. დაახლოებით 40 დღე გვქონდა ამ ქალაქში კარგი ჰაერი. “-აღნიშნა მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნიკოლოზ მუსერიძემ.
მისივე ცნობით, მოძრაობის და საზოგადოების ერთობლივმა აქტივობამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.
“ჩვენი აქტივობით მნიშვნელოვანი ცვლილებები ,რაც მოხდა,დავინახეთ პრობლემა და გვინდოდა მოგვარება,გამოვწერეთ მინი სენსორი და აღმოჩნდა ,რომ ქალაქში იყო დაბინძურებული ჰერი , გვინდოდა შეგვედარებინა სამინისტროს ჯიხურებთან, როცა ხდებოდა 15 წუთიანი დაკვირვება, სტატისტიკაში გვიწერია,რომ გვაქვს ბახმაროს ჰაერი,როცა აჯანყება მოვაწყვეთ,დააყენეს ჯიხური, ეს ჩვენი დამსახურებაა. ეს ჩვენი საზოგადოების დამსახურებაა.ადამიანების ჩართულობამ დააჩქარა პროცესი და უფრო მალე მივიღეთ შედეგი..
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავია,რომ ეს გაფრქვევები დათვლადია და შეესაბამება დათვლას და ის აჭარბებს ყველანაირ ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს, გვინდა რომ გამონაბოლქვი შევამციროთ და გავხადოთ უკეთესი ქალაქი. “
“გავიგუდეთ” წევრებმა პანდემიის პირობებში ჰაერის დაბინძურების საკითხზეც ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დაბინძურებული ჰაერი “კოვიდ 19″-ით გარდაცვალების ზრდას იწვევს.
მოძრაობის წევრებმა და დამფუძნებლებმა საზოგადოებას მეტი აქტივობისკენ და კონკრეტულ სფეროებში გაცნობიერებულ ადამიანებს ჯგუფში გაწევრიანებისკენ მოუწოდეს.