ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, 1997 წლით დათარიღებული ყალბი მიღება-ჩაბარების აქტის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა თბილისში, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 157 729 ლარის ღირებულების 1 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. ეს მიწის ნაკვეთი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაყადაღდა,” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.