თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ძაღლს ცოფის ვირუსი აღმოაჩნდა.

„8 ივნისს, მოქალაქის ინიციატივით, ბერი გაბრიელ სალოსის ქ. #39–დან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი იქნა ძაღლი, რომელსაც სავარაუდოდ ცოფის ვირუსის კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა. ცხოველის ლეტალობა 9 ივნისს დაფიქსირდა.

ცხოველის პათოლოგიური მასალა გადაიგზავნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. მასალის კვლევის შედეგად, ცოფის ვირუსის არსებობა დადასტურდა“, – აცხადებენ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

სააგენტოს ცნობით, 2019 წელს თბილისში ცხოველებში ცოფის ვირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა.