თურქეთში მიწისძვრა მოხდა – ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა

თურქეთში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ძლიერი ბიძგები ბათუმშიც იგრძნობოდა. რყევა დაახლოებით 30 წამი გაგრძელდა.

თურქეთში მიწისძვრა თბილისის დროით 18:24 საათზე დაფიქსირდა.

UPDATE: თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა