მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ, იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად , – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი კალრ ჰარცელი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.
კარლ ჰარცელი მიესალმება, რომ პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.
„მე 142 ხმა დავითვალე, რომელიც საკონსტიტუციო შეთანხმებას მხარს უჭერდა 8 მარტის შემდეგ. მივესალმები, რომ პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით კანონის დამტკიცება 136 ხმით შეძლო. იმედი მაქვს, ყველა მხარე აიღებს პასუხისმგებლობას, საბოლოო წარმატების უზრუნველსაყოფად“ , – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება.