როგორია ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში – გთავაზობთ უახლეს სტატისტიკას.
რთული მდგომარეობაა სომხეთში. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 766 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში დაინფიცირების საერთო რიცხვმა 13 130-ს მიაღწია. ამჟამად, სომხეთში მკურნალობა 8 844 პაციენტს უტარდება. ბოლო მონაცემებით, ვირუსისგან 4 014 ადამიანი განიკურნა. ბოლო 24 საათში დაიღუპა 10 პაციენტი და ფატალური შემთხვევების საერთო რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
ასევე, მდგომარეობა კრიტიკულია რუსეთში, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 984 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 134 პაციენტი. თუმცა, გასული დღის მონაცემებთან შედარებით, ფატალური შემთხვევების დღიური რიცხვი 63-ით შემცირდა. განახლებული მონაცემებით რუსეთში „კოვიდ-19“-ის 467 673 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 226 ათასი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 869 გარდაიცვალა.
მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 878 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით 21 ინფიცირებული გარდაიცვალა.სულ თურქეთში „კოვიდ-19“-ის 169 218 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით თურქეთში გარდაიცვალა 4 669 ადამიანი , 135 322 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 379 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა ორი ინფიცირებული, 153 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.ბოლო მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 7 239 შემთხვევა. გარდაიცვალა 84 ადამიანი, 4 0224 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა .