მარნეულში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოში დაფიქსირებული 11 ახალი შემთხვევიდან 3, სწორედ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთს უკავშირდება.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან რვა ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, ხოლო სამი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან.
„ახალი კლასტერი, ახალი წყარო ქვეყანაში არ გვაქვს. 54 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს ჩვენს ცენტრში, ექვსი ახალი დადასტურებული შემთხვევა მივიღეთ მარნეულის სოფელი მარეთიდან და ბოლნისის წინა დღეს დადასტურებული შემთხვევიდან“,- განაცხადა ეზუგბაიამ.